
ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი კადრები გაავრცელა და დაწერა, რომ მსმენელისთვის სიახლეებს ამზადებს:
„ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ იმ სიახლეს რომელზედაც ვმუშაობ უკვე დიდი ხანია“, - წერს ნინო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა საზოგადოება ნინო ჩხეიძის და გიორგი კორახაშვილის დაშორების შესახებ საუბრობს.
ინფორმაციას თავად მომღერალი არც ადასტურებს და არც უარყობს:
„ძალიან ნერვები მეშლება ყველა რომ თავისებურად იგებს ხოლმე ყველაფერს.
ეს პოსტი უბრალოდ ცხოვრებისეული იყო, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ 25 წელია. ყველა ჩემი წარმატების დასაწყისში, ყველა საკვანძო მომენტში იყო ჩემი საყრდენი ძალა. სიმღერას რომ ვიწყებდი იყო ძალიან ბევრი კრიტიკა და ყოველთვის გვერდში მედგა.
ახლაც გვერდში მიდგას, პირად ურთიერთობაზე არ მინდა ვთქვა „გაშორდი“, „არ გაშორდი“, მაგრამ გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაშია, ძალიან ძვირფასი ადამიანია, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, კონტაქტი და ყველაფერი კარგადაა“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.
ნინო ჩხეიძეს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს ერთი ქალიშვილი - მარიამი ჰყავთ.
ასევე დაგაინტერესებთ: