
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
„ნუ მიხდი მადლობას, მადლობა უთხარი ღმერთს.
შენ დაიმსახურე ყველაფერი კარგი, რასაც ცხოვრება გაძლევს.
თუ რამე სიკეთეს გააკეთებ, შეიძლება მათ მადლობა ვერ გადაგიხადონ, მაგრამ ნუ გეწყინება, აუცილებლად სხვა გზიდან მოვა მადლიერება.
შენ მე ბევრ სიკეთეს მიკეთებ, მე ამ სიკეთეს დიდი ბედნიერებით ვიღებ. ბრალი მისი, ვინც გულში მაინც ვერ დაინახავს სხვის ამაგს. ბრალი მისი, ვინც ადამიანს გამოიყენებს ანგარებით. გამოვადგეთ ერთმანეთს.
ღმერთი ორივეს დაგვეხმარება.
ბევრ რამეს ხვდები, ბევრს ვერა. ბევრი რამე გგონია, ბევრი არ გგონია. ადამიანები ხშირად ხიბლში არიან ჩავარდნილები და ილუზიაში ცხოვრობენ.
სიფხიზლე, წინდახედულობა და ნებისყოფა თუ გექნება გაიმარჯვებ. გახსოვდეს: ცხოვრება სასტიკია, ადამიანი დაუნდობელი.
იცოდე: შენ თავში უნდა იპოვო ღმერთი, დაუმეგობრდე და უსმინო, ის არასოდეს მიგატოვებს.
როცა სიცოცხლეს შეიყვარებ, საკუთარი თავიც შეგიყვარდება და აღარ ავნებ. შენ გაიმარჯე, მაშინ როცა დაიბადე, ცხოვრობ იმიტომ, რომ ეს გამარჯვება შეინარჩუნო, ღირსეული საქმეები აკეთო და ისე წახვიდე აქედან იქ, გამარჯვებული რომ დაბრუნდე.
ეს ბედნიერი წერილი ერთ ჩემს ადამიანს მივწერე გამგზავრების წინ. ისე მომეწონა, გადავწყვიტე აქ გამოვაქვეყნე რათა გაგიზიაროთ ჩემი განცდა.
მე გისურვებთ, რომ გქონდეთ მადლიერების განცდა და მიგეღოთ მადლიერება.
თუ გული სიყვარულით გაქვთ სავსე, ყველას ეყვარებით“, - წერს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცადა
⭕„ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ იმ სიახლეს, რომელზედაც ვმუშაობ უკვე დიდი ხანია“ - ნინო ჩხეიძე