
UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი შონ ო'მალის წინააღმდეგ დაიცვა. საინტერესოა, თუ რა თანხა გამოიმუშავა უცვლელმა ჩემპიონმა ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე. Thesportster.com-ის ცნობით, ქართველმა მებრძოლმა დაახლოებით $2.25 მილიონი მიიღო.
თავიდანვე იყო გათვალისწინებული, რომ "მანქანა" აიღებდა 500 ათას დოლარს, ამ თანხას დაემატა PPV-თი გათვალისწინებული შემოსავალიც, რომელმაც $1.75 მილიონი შეადგინა. ჯამში კი როგორც აღვნიშნეთ, 2.25 მილიონი. ცნობისთვის, იგივე თანხა 34 წლის ჩემპიონის ამერიკელმა მეტოქემაც აიღო.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა "შუგა" დაამარცხა მესამე რაუნდში, საბმიშენით. ეს იყო მისი რიგით მეორე საჩემპიონო დაცვა, რაც აქამდე UFC-ის არცერთ ქართველ მებრძოლს არ გაუკეთებია. მერაბი ჩემპიონი გახდა სწორედ 30 წლის მებრძოლისთვის ქამრის წართმევით, პირველი დაცვა კი მას უმარ ნურმაგომედოვთან ჰქონდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ ელიეშვილი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას მეუღლესთან ერთად დაესწრო - „მადლობა ამ ემოციებისთვის“
🎥 შორენა ბეგაშვილმა მორიგი ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღო - რა აჩუქეს მსახიობს
წყარო: lagazzetta.ge