ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ, 100 000 დოლარის ოდენობის ბონუსი მიიღო.
UFC-ის ოფიციალური ინფორმაციით, დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის დაპირისპირება Fight of the Night-ის ჯილდოთი აღინიშნა. თითოეულ მებრძოლს ბონუსის სახით 100 000 დოლარი ერგო, რაც დაახლოებით 270 000 ლარია.
ცნობისთვის, 24 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა. აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ეს დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირება იყო. პირველი ბრძოლა 2023 წლის მარტში გაიმართა და ქართველის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 2025 წლის დეკემბერში გამართულ რევანშში კი რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მერაბს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
მესამე შეხვედრაში იანმა კიდევ ერთხელ შეძლო ქართველი მებრძოლის დამარცხება და ურთიერთდაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში 2:1 გახადა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ურთიერთობები ჰარმონიითა და სითბოთი გაგახარებს...“ - 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი