ლას-ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
The Sportster-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი ო'მალის დამარცხებით ბონუსების ჩათვლით 500 000 დოლარს მიიღებს.
დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უსაყვარლესები ხართ“ - ანრი ჯოხაძე ნათლულთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
წყარო: sportall.ge