ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას-ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე შონ ომალი დაამარცხა.
33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა:
„წარმოიდგინეთ ერთი ღრუბლიანი დღე მშენებლობის მოსაწყენი და ერთფეროვანი ფონით. მერაბმა მორიგი აგური მიაწოდა, ჩამოჯდა და მიწას დახედა. წარმოიდგინეთ და ყველაფერს იოლად მიხვდებით.
მე მიყვარს ასეთი ისტორიები, რადგან სიცოცხლე, ეს დასაზღვრული და ხშირად სამწუხარო ამბავი, თუ რამედ ფასობს - ეს ცვლილების ძალაა - ფსკერის მოსინჯვა და ამოყვინთვა.
სტამბოლში ვარ. დღეს ქართული ბიბლიოთეკა უნდა გავხსნათ. აივანზე ვზივარ და გულის გემოს ვგრძნობ პირში. ხალხი დადის. ამ ხალხს დიდად ეს ბრძოლები არ აინტერესებს. შეიძლება არც მერაბი იცის და საერთოდ, არც ამ შერეულ ბრძოლებზე სმენია რამე, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ საქართველოს მეორე ჩემპიონი ჰყავს UFC - ს მარაქაში და ეს ეყოფა დღევანდელ სიხარულად მთელ ამ ქუჩას“, - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნახეთ როგორ გამოეხმაურა ო’მალი დვალიშვილთან მარცხს
⭕„მომაჯადოებელი ანგელოზი ხარ“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს