65 წლის ასაკში ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს თურქეთში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალებას მისი რძალი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ ტექსტს აქვეყნებს.
„გარდაიცვალა ჩემი ვაჩუკას ბაბუა, ჩემი იმედი და ჩვენი ოჯახის მამოძრავებელი ძალა. ძალიან მიყვარხარ და მომენატრები.
მეამაყება, რომ შენი რძალი ვარ და ვიქნები. შენი ვაჩუკა კი არასდროს დაგივიწყებს და შენი სახელის უკვდავსაყოფად ყველაფერს იზამს.
ვაჩეს საუკეთესო და ძლიერი ბაბუა... ძალიან გვიყვარხარ. ვერ შემისრულე დანაპირები, ვაჩიკოს ჩემპიონს გავხდიო…
პანაშვიდები: ორშაბათს (12-13) თებერვალს ქაშუეთის ეკლესიიდან
დაკრძალვა: სამშაბათს (13) თებერვალს ქაშუეთის ეკლესიიდან, დაიკრძალება საბურთალოს ,,კერძო” სასაფლაოზე
მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის გულთან მიტანისთვის..“,- წერს სოსო ჯაჭვლიანის რძალი.