Digest Logo

ცნობილია, როდის დაიწყება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები

1781283040
ერთიანი ეროვნული გამოცდები

ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის პირველ რიცხვებში იწყება. წელს, უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გამო, აბიტურიენტთა ცნობარის გამოქვეყნებამაც და რეგისტრაციის თარიღმაც გადაიწია.

შესაბამისად, აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად კითხულობენ, ხომ არ გადაიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი. ასევე, აბიტურიენტებს აინტერესებთ, როდის მიიღებენ საგამოცდო ბარათებს.

გაცნობებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც წინა წლებში, მიმდინარე წელსაც ივლისში ჩატარდება. გამოცდების თარიღებისა და საგამოცდო ბარათების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება", - განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, განაცხადა, რომ გამოცდების დაწყებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღი არ გადაიწევს. ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უპირობოდ მჯერა მისი, ერთგულება ეს არის ყველაზე დიდი საყრდენი“ - ეკა კახიანი და მაია ჯაბუა 55-წლიან მეგობრობაზე

⭕„საოცრად გემოვნებიანია ეს ქალბატონი“ - რა კადრებს გვიზიარებს ნინო ნადირაძე

⭕საქართველო Kanye West-ის კონცერტის მოლოდინშია - ცოტა რამ, ამერიკელი რეპერის ცხოვრებაზე