
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს.
„ეროვნული ნაკრების“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო - თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, ხოლო საქართველო - ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია 7 აგვისტოს დაიწყება.
„ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.
ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები“, - ნათქვამია „ეროვნული ნაკრების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთი ძიგუა ყვითელ კაბაში პოზირებს - ლევან ქარაზანიშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕შოუბიზნესის ქართველი წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მერს კახა კალაძეს მხარს უჭერენ - ფოტოები