Digest Logo

ცნობილია როგორ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, 20 და 21 აპრილს

1745136721
საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების - "მარჯანიშვილი" (აღმაშენებლის გამზ. N83), "დელისი", "სარაჯიშვილი", "ვარკეთილის" (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, "დიდუბის" ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.