Digest Logo

„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

1745474940
წაჩხურობაწაჩხურობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მიდიან. მათ თან ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს.

„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.

სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.

ტაძარი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უმჯობესია იმუშაოთ დამოუკიდებლად, არ გაითვალისწინოთ სხვისი რჩევები!“ - 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ცუდი რაღაც დამიტოვა ამ ყველაფერმა, რამაც ჩემ ურთიერთობებზე იმოქმედა...“ - რას ჰყვება მომღერალი მარიამ გულბანი?

🎥 „ვინც მყვარებია ახლაც მიყვარს ისევ ისე...ყოფილ მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს...“ - რას ჰყვება როლანდ ოქროპირიძე?