Digest Logo

ცნობილია, სად გაიმართება ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი

1754376554
ელდარ შენგელაია

ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში, 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

ქართველი კინორეჟისორის, სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს გაიმართება.

სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე ტაძრიდან გამოასვენებენ.

ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. 1500 17:10 

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ულამაზესი ხარ, დედოფალო“ - თამო ვაშალომიძემ სოციალური ქსელის გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა

⭕გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ რეგიონებში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

⭕„მიყვარს ჩემი წარსული, ვაპატიე და შევიყვარე თითოეული ნაკლოვანება ჩემში, ახალმა სიყვარულმა დამაბრუნა საკუთარ თავში“ - ნეკა დოროყაშვილი

✕