
მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე წლებია ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ რჩება.
მან თავისი მიზანდასახულობით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი.
ყველა გოგო ოცნებობს საკუთარ ბიზნესზე, ბევრ ფულზე, ბრჭყვიალა კაბებზე, მოგზაურობაზე და არც თამო ვაშალომიძე ყოფილა გამონაკლისი.
თუმცა, ერთ დღეს, ცნობილი კინოვარსკვლავების გვერდით, წითელ ხალიჩაზე თუ მოუწევდა გავლა, მილანში საკუთარ მაღაზიას გახსნიდა და უცხოური ფილმის გადასაღებ მოედანზე დაპატიჟებდნენ, ამაზე ფიქრს ნამდვილად ვერ გაბედავდა და არც კი იოცნებებდა.
ამჯერად თამომ სოციალური ქსელის გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, სადაც შავ კაბაში პოზირებს, რომელსაც ვერცხლისფერი დეტალები ამშვენებს.
„ულამაზესი ხარ, სასწაული მყავხარ“.
„დედოფალო, მიყვარხარ“.
„ყველაზე მიზანდასახული ადამიანი“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ რეგიონებში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს
⭕„პირველი დღე 19 საათიანი ფრენის შემდეგ...“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკაში წავიდა