18 აპრილს ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მომხდარ ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 15 წლის ანა ჩინჩალაძეა.
ამ ამბავთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
სამართალდამრღვევი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
შსს-კ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.