Digest Logo

ცნობილია, ვინ დაესხა თავს კოსტა სანიკიძეს - თავდამსხმელს პოლიციის მისვლამდე, მეზობლებმა გაქცევის საშუალება არ მისცეს

1700414100
კოსტა სანიკიძე

„კურიერი P.S.-მა“ მუსიკოს კოსტა სანიკიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულის ვინაობა გაარკვია.

კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 24 წლის გიორგი გველესიანია დაკავებული.

კოსტა სანიკიძე, ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 5 ჭრილობა აქვს მას მიყენებული - ერთი კი ყველაზე საშიშია, რომელმაც ფილტვი დაუზიანა.

გიორგი გველესიანი კოსტა სანიკიძეს გამთენიისას, დილის 7 საათზე იმ დროს დაესხა თავს, როცა ის საკუთარ სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. სანიკიძის დაცვას დედა შეეცადა, თუმცა თავდამსხმელმა ცივი იარაღით 5 ჭრილობის მიყენება მაინც შეძლო. შეიარაღებულ თავდამსხმელს პოლიციის მისვლამდე, მეზობლებმა გაქცევის საშუალება არ მისცეს.

სამართალდამცველები ახლა ელოდებიან როდის შეძლებს კოსტა სანიკიძე საუბარს იმისთვის, რომ ჩვენება მისცეს. ახლა მთავარი კითხვაა - რა მოტივი ამოძრავებდა გველესიანს თავდასხმისას?

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია, საშიშროება აღარ ემუქრება და რა ვიცი, გადავრჩით. დილის 7 საათზე ეს ადამიანი მივიდა კოსტასთან სახლში, კოსტამ გაუღო კარი, იქ რაღაც შელაპარაკება მოხდა და ამასობაში, თურმე, დანით 5 ჭრილობა მიაყენა. თან წარმოიდგინეთ, კოსტას დედა ხედავდა ამ ყველაფერს. მერე ისე მოხდა, რომ გაითიშა კოსტა და დაეცა. გიორგი გველესიანი საერთოდ არ ვიცი. ისიც ვიცი კოსტასგან, რომ არ იცის თვითონ ეს ბიჭი ვინ არის, რატომ ეძებს“, - აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი ლენუკა ყიფშიძე.

კოსტა სანიკიძის კიდევ ერთი მეგობარი, მერსი სულხანიშვილი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დაზარალებულზე თავდასხმა 2 კვირის წინაც სცადა.

„მეხუთე ჭრილობა, სამწუხაროდ, იყო ფილტვის მიდამოში, თუმცა საბედნიეროდ გადავრჩით. დაკავებულია 25-დან 26 წლამდე ახალგაზრდა გიორგი გველესიანი და ველოდებით გამოძიება რა შედეგს დადებს. კოსტას მეზობელი აღმოჩნდა საბედნიეროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და მან მოახერხა ამ პიროვნების ცხელ კვალზე დაკავება. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კოსტაზე თავდასხმის მცდელობა, თუმცა მაშინ მისამართი აერია ამ პიროვნებას, სავარაუდოდ, იგივე პიროვნება იქნებოდა მაშინაც“, - აცხადებს მერსი სულხანიშვილი.

მომხდარის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

2 ნოემბერს თავად კოსტა სანიკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.

როგორც მეზობლებმა მითხრეს, კოსტა სანიკიძეს ეძებდნენ მოსაკლავად. დილის 6 საათზე, შედის ვიღაც გვერდით ეზოში, ანუ ბინა ეშლება, კითხულობს, სად არის კოსტა სანიკიძე, უნდა „დავბრიდოო“, თავს ესხმის მეზობელს, მაგრამ მეზობელი ართმევს დანას და ის ადამიანი გარბის.

გამოძიება დაწყებულია. აქ კამერებიც არაა, რადგან გარეუბანში ვცხოვრობ. ეჭვიც არავისზე მაქვს. ამ ქალაქში, სიყვარულის გარდა, არაფერი მიგრძნია. გაოგნებული ვარ, ამ ყველაფრის გამო“,- ამბობდა კოსტა სანიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 საბა ლობჟანიძის საცოლე რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს სტადიონიდან - „სუპერ წყვილი“

🔵 როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს