
სროლა იყო ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი ვასილ მებურიშვილია, რომელიც წარსულში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობდა.
👉ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.
„ჩემო ვასილ, ისე გული მტკივა, არ მეგონა თუ ოდესმე ამ პოსტს დავდებდი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყავი, სულ მემახსოვრები“.
„დავმუნჯდი, ვერაფერს ვწერ. მშვიდობით ჩემო ბავშვობავ, ამაზე დიდი ტრაგედია არ შეიძლება მოხდეს. გამძლეობა შენს ოჯახს ვასო“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ერთობიან „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები ნინო გაჩეჩილაძის დაბადების დღეზე