Digest Logo

ცნობილია, ვინ იყვნენ ქარელში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი პოლიციელები

1684305347
პოლიციაპოლიცია

ქარელში მომხდარ ავარიას 2 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამე მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი გაჩერებულ პოლიციის მანქანას დაეჯახა.

გარდაცვლილი სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ, ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი იყვნენ.

„ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი, ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი.

გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, შეჯახების შედეგად ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბარბარა სამხარაძემ Ocean Side-ის რემიქსი გამოუშვა

🔵ქარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

🎥 „დედა ვატირე... ასე გადმოვედით ამ ჭაობებიდან“ - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ემიგრანტი ამერიკა-მექსიკის საზღვრიდან