Digest Logo

🎥 ცოლ-ქმარი, რომლის დილა მშვენიერი თაიგულის მირთმევით იწყება - რა არის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი თანაცხოვრების საიდუმლო

1716188559
ზებურ მაჭუტაძე

მე-8 კლასში დაწყებული ურთიერთობა, 45 წლის წინ დაწერილი სასიყვარულო წერილები და დღიური, რომელიც დღემდე მათი სიყვარულის სიმბოლოა.

გაიცანით ცოლ-ქმარი, რომლის დილა მშვენიერი თაიგულის მირთმევით იწყება.

რა არის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი თანაცხოვრების საიდუმლო და მოგონება, რომელსაც ცოლ-ქმარი ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს, ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში წყვილი თავად საუბრობს.

„მერვე კლასში ვიყავი პირველად რომ დავინახე, ძალიან ლამაზი იყო, დავდიოდი და მეგონა დავფრინავდი. ამაკანკალა როცა პირველად დავინახე. ცხოვრებაში ეგეთი გრძნობები არ მქონია.

უძლიერესი გრძნობაა, უნდა მისცე სხვას სიყვარული, მან უნდა იგრძნოს ეს“,- ამბობს ზებურ მაჭუტაძე.

„მომწონდა ძალიან, მაგრამ სიყვარულზე ვერ ვფიქრობდი. სიყვარულის რვეული მაჩუქა, ეს იყო სიმბოლო ჩვენი სიყვარულის.

ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, რაც დრო გადის უფრო დიდია სიყვარული, უფრო ვაფასებთ“,- ამბობს სენები კონცელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბედნიერებაა ასეთი ოჯახის ყურება“ - კახა კალაძე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „რა სასწაული ხარ შვილო“ - სანდრო გურგენაძის შესრულებული ინდური სიმღერა „Maa Tujhe Salaam“

⭕🎥 მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეს დაესწრო - ნახეთ, კადრები