Digest Logo

🎥 „ცოლს ვუთხარი, თუ ტანკი სახლს მიადგება და დამინგრევს ისედაც მოვკვდები, მირჩევნია იქ ვიყო და ჩემს მიწაზე მოვკვდე-მეთქი“ - ტარიელ გურგენიძის პორტრეტი საოკუპაციო ხაზიდან

1687348659
ტარიელ გურგენიძე საოკუპაციო ხაზიდან

ტარიელ გურგენიძე საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. მისთვის დღე მზის ამოსვლისას იწყება და უყვარს მიწაზე მუშაობა.

გადაცემა „ახალი დღის“ რეპორტაჟი სწორედ მის პორტრეტს მიეძღვნა და მაყურებელს ის მოგონებები გაუზიარა, რაც აგვისტოს ომის დროს თავს გადახდა.

„შენი შვილების პატრონი რა ძალა გადგია, რატომ იკლავ თავს და რატომ მუშაობო?“ - ეს კითხვა ძალიან მტკენს გულს და რთულია პასუხის გაცემა. ჩემი თავის მოკვლა იქნება მაშინ როცა ჩემი მამული, პაპაჩემის დატოვებული მიწა გაფუჭებული და გავერანებული იქნება. მე რომ გავიარო და მიწა წყალი მოუვლელი იყოს ეგ აუცილებლად მომკლავს შრომა კი არა.

მძიმე დღეები გადავიტანე 2008 წელს. ჩემი სახლის წინ სულ რუსული ტანკები დადიოდა. ჩემ ცოლს ვუთხარი, თუ ტანკი სახლს მიადგება და მინგრევს ხომ ისედაც მოვკვდები, მირჩევნია იქ ვიყო და ჩემს სახლ-კარში მოვკვდე-მეთქი“, - ამბობს გურგენიძე.