Digest Logo

„სხვისი რჩევა ან გამოცდილება თქვენთვის გამოსადეგი იქნება...“ - 30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1753819949
ასტროლოგია, ჰოროსკოპი, პლანეტები

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 30 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

„ჰოროსკოპი 30 ივლისისთვის

მთვარის დღე — 6 / 7

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე სასწორში

ვერძი

დილა პროდუქტიული და წარმატებულია. მნიშვნელოვანი საკითხები დაგეგმეთ დილისთვის, როცა ენერგიის დონე მაღალია. არ გადადოთ რთული საქმეები — ისინი, მალე შეიძლება, გადაუჭრელ პრობლემებად გადაიქცეს.

კურო

საღამოსკენ ენერგია და განწყობა დაეცემა. კომუნიკაციაში მოსალოდნელია დაძაბულობა, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან. ეცადეთ, არ მიიტანოთ გულთან შენიშვნები — დაიცავით ემოციური ჰარმონია.

ტყუპები

ემოციურად დაძაბული დღეა. მოსალოდნელია გაღიზიანება, მოგიწევთ სხვისი შეცდომების გამოსწორება. დღის მეორე ნახევარში დაისვენეთ და დაიმუხტეთ პოზიტიური ენერგიით.

კირჩხიბი

კარგი დროა ძველი საქმის დასასრულებლად. წარმატებული დღე სწავლის, ახალი უნარების და კავშირების შესაძენად. შესაძლებელია საინტერესო პარტნიორობის ან სპონსორობის გაჩენა.

ლომი

დილას იმოქმედეთ აქტიურად, რადგან შუადღის შემდეგ შემცირდება ენერგია. სხვა ადამიანებს ნუ დაეყრდნობით — შეიძლება, იმედი გაგიცრუონ. საღამოს მოსალოდნელია უთანხმოება ოჯახში.

ქალწული

დილას ყურადღების კონცენტრაცია გექნებათ რთული.  დროის დიდ ნაწილი შეიძლება უაზრო საუბრებში დახარჯოთ.
დახმარება სთხოვეთ ახლობლებს — საღამოს მდგომარეობა გაუმჯობესდება და შესაძლოა, საინტერესო წინადადებაც მიიღოთ.

სასწორი

დღეს გაძლიერებული გაქვთ სენტიმენტალურობა და ჭარბი სენსიტიურობა. მარტივმა შენიშვნამაც კი შეიძლება ძლიერ შეგაწუხოთ. დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდება — შეძლებთ, გადადებული საქმეების მოგვარებას და სასიამოვნო კომუნიკაციას.

მორიელი

ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღეა. შესაძლებელია მოულოდნელი მგზავრობა, საინტერესო შეხვედრა ან ახალი თანამშრომლობის შემოთავაზება. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ და შეივსეთ ენერგია.

მშვილდოსანი

დილას მოგიწევთ გადაუდებელი საკითხების მოგვარება. განწყობა კარგი გექნებათ და შთაგონება მოგეცემათ.  იდეალური დროა ძველი გადადებული საქმეების დასასრულებლად.

თხის რქა

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. დაიწყეთ ახალი საქმე ან დაასრულეთ დაწყებული. სხვისი რჩევა ან გამოცდილება თქვენთვის გამოსადეგი იქნება. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ფინანსურ საკითხებს და საყიდლებს.

მერწყული

დღე დაიწყეთ სიმშვიდით და პოზიტიური განწყობით. დილას შესაძლოა იგრძნოთ შფოთვა და ემოციური დაძაბულობა. დაისვენეთ, მოუსმინეთ სხეულს და იზრუნეთ იმუნიტეტზე.

თევზები

კრეატიული მიდგომა დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებში. შესაძლებელია დამატებითი შემოსავალი. დახმარებისთვის მიმართეთ ძველ მეგობრებს. დღე შესაფერისია შერიგებისთვის და ურთიერთობების აღდგენისთვის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ ვიცი ეს წელი რას მიმზადებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომზადებული დავხვდები!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი 19 წლის გახდა

გუდაურის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

„ულამაზესები ხართ, გოგოებო“ - თაკო ნაცვლიშვილი დედასთან ერთად პოზირებს