Digest Logo

🎥 „ცოტა გათხოვებაც მინდა... საოცრება ის მოხდა რომ სულ ყველა გავთხოვდით...“ - რა ნივთი მისცა მაკა შალიკაშვილს გია ჯაჯანიძემ, რის შემდეგაც იგი დაოჯახდა?

1747339697
გია ჯაჯანიძე

მსახიობი მაკა შალიკაშვილი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც სახალისო ისტორიები გაიხსენეს:

გია ჯაჯანიძე: მე ჩემ თავში ვიცი, ვინმეს რომ რამეს ვაძლევ არის კოდირებული ნივთი და ხდება ბედნიერი. იმ თემაში და საკითხში რაც მას ყველაზე მეტად უნდა. შევედი ერთ მაღაზიაში და ვხედავ ულამაზესი კოლბა დევს და უნდა ვიყიდო. ეს კოლბა ვიყიდე და ვეუბნები გამყიდველს გამწარებული კიდევ ჰო არ გაქვთ მეთქი. კიო მითხრა. კიდევ გვაქვს სამი და სულ ოთხი გვქონდაო. ძვირი ღირს მაგრამ შემიძლია 4 ვიყიდო. ფული რომ გადავიხადე მკითხა რისთვის გინდათო.

მაკა შალიკაშვილი: თეატრში მაქვს ახალი დაწყებული მუშაობა ვარ მელანქოლიური, ცოტა გათხოვებაც მინდა. ვიპოვე ბევრი ჩემნაირი გოგო და დავიწყე მეგობრობა. ამასობაში ჩნდება ჯაჯანიძე და ამბობს, რომ სასწაული რაღაცები აქვს. კოლბები, რომელიც აუცილებლად უნდა იყიდო, ვერ გვაჩუქა. ეს არის მნიშვნელოვანი. გათხოვდები ეგრევეო. რაც კოლბები აქვს მოიტანა და ეს გოგოები შეძლებულები იყვნენ და იყიდეს კიდეც. მე გათხოვებაც მინდა და ფულიც არა მაქვს. ერთმა კარგმა გოგომ შალიკაშვილს მე ვყიდულობო და ას-ას დოლარად გაყიდა. თურმე უმწეო ქალბატონს უნდოდა დახმარებოდა. ყველაზე საოცრება ის მოხდა რომ სულ ყველა გავთხოვდით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველას უჩნდება სურვილი ნიჭიერ და კარგ ადამიანთან ურთიერთობის...“ - დათო დარჩია მაკა შალიკაშვილზე

⭕„რონალდინიო თბილისშია...“ - კახა კალაძე ლეგენდასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕„გრძელი ენის მქონე ესპანელი ბიჭი ლამაზი ვარცხნილობით“ - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას