Digest Logo

„რონალდინიო თბილისშია...“ - კახა კალაძე ლეგენდასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

1747328246
რონალდინიო

თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი ლეგენდარულ რონალდინიოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„რონალდინიო თბილისშია...“, - წერს კახა კალაძე ფოტოზე.

შეგახსენებთ, რომ  16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“, ქართული ფეხბურთის ვეტერანები ბარსელონას ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის” მეორე მატჩი, რომელიც შარშან, ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

კატალონიური გრანდი ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ყველაზე მეტ ქომაგს უყვარს. ეს სიყვარული 2025 წლის მაისში კიდევ უფრო მძაფრი გახდება, რადგან „დინამო არენას” მინდორზე გამოვლენ ფეხბურთელები, რომელთა ნახვაც ქომაგს ყველგან და აბსოლუტურად ყველა ფორმატში უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს - მათ შორის მთავარი ვარსკვლავი კი 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, რონალდინიო იქნება. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში პირველად ითამაშებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გრძელი ენის მქონე ესპანელი ბიჭი ლამაზი ვარცხნილობით“ - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას

⭕ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელსაც თვის ბოლომდე მოულოდნელი სიხარული ეწვევა

⭕„კეთილი იყოს შენი მობრძანება...“ - ანრი ჯოხაძე დის შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს