Digest Logo

🎥 „ცრემლების გარეშე ვერცერთ ვიდეოს ვერ ვუყურე...“ - წარმატებული ოპერაციის შემდგომ ნარკოზიდან გამოსული მარიამის პირველი კადრები

1742501063
მარიამი მარიამი

რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.

ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.

მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას. ამჯერად იგი მარიამის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და გვიჩვენებს როგორ გამოიყურება პაციენტი ოპერაციიდან ოთხი საათის შემდეგ:

„ოპერაციიდან 4 საათის შემდეგ მარიამის მდგომარეობა და პირველი ნაბიჯები“, - წერს დანტესი სოციალურ ქსელში.

კადრებმა საზოგადოების გამოხმაურება დაიმსახურა:

„დანტესი არის ყველაზე მაგარი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ჩემი აზრით ხალხის სამსახურში თანამდებობაზე“.

„რა კარგია, როგორ მოუხდა. ცოტა აზრზე რომ მოვა ნარკოზის მერე და ჩაიხედავს სარკეში გაოცდება“,

„ცრემლების გარეშე ვერცერთ ვიდეოს ვერ ვუყურე.სიყვარული გადაგვარჩენს“, - წერენ კომენტარებში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შოკის მომგვრელი შედეგი და ატირებული მედიკოსები - ქუთაისელ მარიამს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, სტამბოლში ოპერაცია ჩაუტარდა

🎥 „პირდაპირ გეკითხებიან... შეიძლება გაკოცო...“ - გიგი ქათამაძის მოგზაურობა ბრაზილიაში და შოკის მომგვრელი 24 საათი

🎥 „რომელია თქვენი ფავორიტი...“ - რა კადრებს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე?