
რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამ დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეუგროვეს.
მარიამს დღეს, 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც. როგორც მედეა იობაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ოპერაციამ მშვიდობით ჩაიარა და შედეგიც მოულოდნელად კარგი აღმოჩნდა.
„ოპერაცია უკვე წარმატებით დამთავრდა, დიდი მადლობა პროფესორ ალთან ვაროლს და ყველა თქვენგანს, ვინც ლოცულობდით. ვინც თუნდაც ერთი ლარი დარიცხა. მადლობა დანტესს“, - წერს მედეა იობაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ინსტაგრამზეც შევდივარ როცა საჭიროა...“- გაიცანით 100 წლის პოეტი აფხაზეთიდან
⭕„საოცარ ფორმაში ხარ...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს გვიზიარებს