ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მათი გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს საზოგადოებაში.
ლევან წვერავა ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახსა და ემოციურ მომენტებზე საუბრობს:
„ძალიან ემოციური და ძალიან გულჩვილი ვარ. პირდაპირ გეტყვით, ყველაფერზე მეტირება. ბევრი რამ მიმაქვს გულთან ძალიან ახლოს. ვუყურებ, ვისმენ თუ ვკითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა. ემოციებისგან ჩემივე სიმღერაზე მიტირია, ასევე, ჩემს გაკეთებულ კონკრეტულ საქმეებზე. მაგალითად, ვინმეს დავეხმარე და მის თვალებში ამოვიკითხე, რომ რაღაც მართლა კარგი გავაკეთე, ეს ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს.
ბანალურიც არის და ცხოვრებისეულიც, ცრემლი ვერ შევიკავე, როდესაც ჩემი შვილი დავინახე. ბედნიერებისგან ვტიროდი. გულიც სავსე მქონდა ემოციებით და ეს გარეგნულადაც მეტყობოდა. ნინის ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, მაშინაც დიდი ემოცია იყო, თუმცა სხვაობა ის იყო, რომ როცა ამის შესახებ შევიტყვე, იმწამს ბოლომდე ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. ჩვენი ისტორია ბევრმა იცის და ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მერე რომ დავფიქრდი და გავაცნობიერე, რა თქმა უნდა, უცრემლოდ არ ჩაუვლია ამას.
რაც შეეხება მწუხარების ცრემლს, პირდაპირ ვიტყვი, როდესაც მამა გარდაიცვალა, ეს მაშინ მოხდა. მამაჩემის ყოველ გახსენებაზე ჩემი გული დარდიანი და ცრემლიანი ხდება.
მამაკაცი და ცრემლი, ბევრი მალავს, არ უყვარს სხვის დასანახად ემოციის გამოხატვა...– ალბათ, ყველა მამაკაცს გვირჩევნია, დავმალოთ. ჩვენს სენსიტიურობაზეა დამოკიდებული, ეს რამდენად შეგვიძლია. ალბათ, გულის სიღრმეში მეც მინდა, რომ ცრემლი დავმალო და უფრო ძლიერი ვჩანდე, მაგრამ რამდენად გამოდის, ეს ძალიან ინდივიდუალურია. უფრო ხშირ შემთხვევაში არ გამომდის და ვერ ვმალავ. ვერ ვმალავ, როცა ჩემს ოჯახში რაღაც განსაკუთრებული ხდება, ვერ ვმალავ, როცა ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნის გამო, ვერ ვმალავ, როცა ძალიან მტკივა“, - ამბობს ლევან წვერავა.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა
⭕„ჩემი სილამაზე გოგო“ - მარიამ სანოგო საფრანგეთში მოგზაურობს