Digest Logo

ცვლილება, რომელიც ორსულებს ეხება - მთავრობამ დეკრეტული შვებულების შესახებ ახალი ინიციატივა დაამტკიცა

1794325685
ფეხმძიმე ქალი

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„მაცადეთ ცხოვრება!!!“ - ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება

🎥 რატომ იზრდება ახალგაზრდებში სიმსივნის შემთხვევები და რა ფაქტორები უწყობს ხელს დაავადების განვითარებას? - კოტე თოდუას რჩევები!

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

✕