„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 12 საათით შეუწყდება.
„ხვალ 1/21/2026 სამგორის რაიონში, ვარკეთილის 3, IV მ/რ. N405-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 1/21/2026 22:00 საათიდან 1/22/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის IV მ/რ-ს N401, 402, 403, 404,405, 406, 406ა, 406ბ კორპუსებს, სესილია თაყაიშვილის N45, ვიქტორ კუპრაძის N2-ს.
ისანი, იუნკერთა ქ.,N11-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 1/20/2026 19:30 დან 1/21/2026 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: იუნკერების ქუჩას( იგივე რთველაძეს) საექიმოს ქუჩის გასავალს და ქეთევან წამებული N65, N67, N69. ნავთლუღის ქუჩის N24/2, N24/3 N24/4.
ნაძალადევი, ზღვის უბანი, 3 მკ-რ 4 კვ.,N 66 -თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 1/20/2026 19:30 დან 1/21/2026 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბანი, 3 მკ-რ 4 კვ.,N 65 , 66, 67 კორპუსებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.