„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
„6 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვ.დავითაშვილის ქუჩა N1-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 7 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
აეროპორტის დასახლებას; აეროპორტს, ფრანგულიანის ქუჩას, ლილოს 1 მ/რ 9,10,11,12 კორპუსებს, კახეთის გზატ. N75-N99-ის ჩათვლით; ქვემო ალექსევკას; ლოლაძის ქუჩას; იუმაშევის ქუჩას; ნახუცრიშვილის ქუჩას; ლეონტი მროველის ქუჩას; ქიზიყის ქუჩას N27- N45-ის ჩათვლით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
შორენა ბეგაშვილი ამსტერდამში მოგზაურობს - ტელეწამყვანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს