Digest Logo

„ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა “ - ცისნამი საყვარლიშვილი

1696570997
ცისნამი საყვარლიშვილი

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მან თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა.

ახლა კი ცისნამი საყვარლიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: 

„ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა და ჭიდილი.

შვილებო ყოველ დარეკვაზე მოეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს. შვილებო, თქვენი დედები, ცხრა მთას იქით გადახვეწილები, ცარიელი ხელებით ეომებიან ცხოვრებას და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი კარგი თქვენთვის უნდათ.

ვთვლი, რომ ყველა ემიგრანტმა ქალმა უნდა წაიკითხოს ჩემი წიგნი.
იქ მათზე მიწერია“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

შორენა ბეგაშვილი ამსტერდამში მოგზაურობს - ტელეწამყვანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

დაზიანებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები - სტიქიამ გურიის რეგიონი დააზარალა