Digest Logo

წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1744662996
წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 15 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ჩუღურეთის რაიონში, აბაშის და სენაკის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 აპრილს 14:00 საათიდან 16 აპრილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

აბაშის, სენაკის, გივიშვილის, ლანჩხუთის, ჭალადიდის, ხონის, ციშის N 2, 4, თეკლეთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს ქუჩებს.

ხვალ, 15 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზ. N41/2-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 აპრილს 22:00 საათიდან 16 აპრილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

მოსკოვის გამზირი N41, 41/2, 41/3. მოსკოვის გამზირი I,V კვარტალებს.

ხვალ, 15 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას 50 -თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 აპრილს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ალექსანდრე იოსელიანი, წმინდა ვასილესკო ქუჩა, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N32–52 (ლუწები), N33-73 (კენტები), (ჯიქია N32-46 (ლუწები) N37-103 (კენტები)

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დიდი სამშაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

⭕„პედაგოგია ის, ვინც ფაქტს, მოვლენასა თუ საქციელს მნიშვნელობასა და სტატუსს სძენს...“ - რას წერს გია მურღულია?

⭕„როგორც ყოველთვის ცეცხლოვანი ხარ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს