Digest Logo

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1753711219
წყალი შეწყდა

ხვალ, 29 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 29 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 30 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - კახეთის გზატკეცილი N73, 75, 83, 87, 89, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის და ახვედელიანის ქუჩებს, ლილოს დასახლების მე-2 მიკრორაიონის N10, 11, 12.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სმარტფონი შეიძლება 10-ჯერ ბინძური იყოს, ვიდრე ტუალეტის სახურავი“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ წერს

🎥 „ბაბიტო მამიკოსთანაა“ - ბარბარე ჯანაშია მამასთან შეხვედრის ემოციურ კადრებს აქვეყნებს

⭕კვარაცხელიების ოჯახური შეკრება - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია?