Digest Logo

🎥 ბარბარე ჯანაშია აშშ-ში მამასთან შეხვედრის ემოციურ კადრებს აქვეყნებს

1753700443
ბარბარე ჯანაშია

ცნობილი ქართველი ტალანტი ბარბარე ჯანაშია დედასთან ერთად, ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. 

ბარბარე სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს აქვეყნებს, სადაც მამა-შვილის ემოციური შეხვედრა ჩანს.

„ახლა მიწევს მამაჩემთან ამერიკაში წასვლა, სადაც მივიღებ განათლებას. იქ შევდივარ სკოლაში და ყველაფერი, რაც კი აქ გამიკეთებია, მინდა, რომ იქ გავაგრძელო და ბევრი კარგი ვისწავლო. ჩამოვალ ხოლმე აუცილებლად და მიღებულ განათლებას ჩემთან, სამშობლოში გამოვიყენებ. მთელი ცხოვრება იქ დარჩენას არ ვაპირებ. ჩემი დაიკოები, ჩემი ძაღლი სნოუ და სამშობლო მომენატრება ყველაზე მეტად...ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე“, - ამბობდა ბარბარე ჯანაშია ერთ-ერთ გადაცემაში.

ცნობილია, რომ ბარბარეს კიდევ ორი და ჰყავს, ისინი ამჟამად საქართველოში რჩებიან, ამერიკაში კი ბარბარეს თავისი საყვარელი ემიგრანტი მამიკო დახვდა, რომელსაც არაერთ ლექსს უძღვნიდა იგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კვარაცხელიების ოჯახური შეკრება - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია?

🎥 „ბრწყინავ!“ - შორენა ბეგაშვილი პარიზში მოგზაურობს

⭕ „ჩემი ცოლი, პარტნიორი, მეგობარი, ჩემი სიყვარული და სინათლე“ - კარლო პონტი მეუღლეზე