მსახიობი ჯანო იზორია გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე და ამბებზე ისაუბრა.
ჯანო იზორიამ გაიხსენა ეპიზოდი ცხოვრებიდან, როდესაც ეგონა რომ კაცი მოკლა:
„ერთხელ მომივიდა ისეთი რაღაც რომ წყობიდან გამოვედი და ადამიანი გავთიშე. ისეთი შედეგი მიიღო ამ ყველაფერმა, რომ შესაძლოა დღეს აქ არ ვყოფილიყავი. ძალიან მეშინია ეგეთი რაღაცის. ჩემი ძმაკაცი კონსერვატორიაში სწავლობდა და იმის ფრაზა იყო - ბიჭო ჯანო მგონი მოკალიო.
შვილის დაბადების სიხარულს გაუტოლდა როცა გავიგე, რომ გადარჩა. მითხრეს წყალი შეასხეს და თვალი გაახილაო. მაქსიმალური თავდაჭერა და პასუხისმგებლობა მართებს ამ მხრივ სპორტსმენებს“, - აღნიშნა ჯანო იზორიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„თოფურიამ თავისი სტილი მაკგრეგორისგან მოიპარა“ - მაქს ჰოლოუეი
⭕ილია თოფურია - „ტებასს დავანოკაუტებ, რადგან ჩემი ბრძოლა ელ კლასიკოს დაამთხვია“
⭕დათო ხუჯაძე შვილის უსაყვარლეს ფოტოს გვიზიარებს - „დათუნია, გაგიზარდოთ“