ილია თოფურიამ UFC 308 Media Day-ზე მაქს ჰოლოუეისთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა 26 ოქტომბერს გაიმართება.
„ჰოლოუეის პირველივე წამებიდან დარტყმების გაცვლას შევთავაზებ. თუ არ ენდომება, მისი თავის მოძრაობას სხვა გზით ვეცდები. მის გარდა, დასანოკაუტებელი მყავს ხავიერ ტებასიც, რადგან მან ელ კლასიკო დაამთხვია ჩემს ბრძოლას, არადა ბრძოლის თარიღი 2 თვით ადრე იყო ცნობილი.
ვარ თუ არა მზად 5 რაუნდისთვის? რა თქმა უნდა! 5-იც შემიძლია, 10 და 15-იც, თუმცა გამარჯვებისთვის ამდენი დრო არ დამჭირდება. ყველაფერი ბევრად ადრე დასრულდება. არის თუ არა მაქსი UFC-ის საუკეთესო მოკრივე? ის კარგი სტრაიკერია, მაგრამ მეტი არაფერი. სასაცილოა მისი საუკეთესო მოკრივედ ხსენება.
ჰავაელი მშრომელი და გამოცდილი მებრძოლია, თუმცა არიან სპორტსმენები, რომლებიც საკუთარ სტილს ყოველთვის ავითარებენ. ვინ არის საუკეთესო მოკრივე? არ მიყვარს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა, აქ ბევრი დიდებული სპორტსმენია და მათ შორის საუკეთესო ხალხმა ამოარჩიოს. შაბათს "კურთხეული" შეხვდება ისეთ ზეწოლას, როგორიც მას არასდროს ჰქონია.
ჰოლოუეის შემდეგ მახაჩევი? ჯერჯერობით უახლოეს ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. თუ UFC მეტყვის, რომ ავიდე მსუბუქ დივიზიონში და მოვუგო ისლამს, ასეც ვიზამ, თუ მეტყვიან, რომ ქამარი უნდა დავიცვა ქვემსუბუქში, არც მაგაზე მაქვს პრობლემა. პირველი ვიქნები, ვინც დაღესტნელს შებოჭავს.
მეორე ქართველი ჩემპიონი? დვალიშვილის წარმატებით ძალიან ბედნიერი ვარ. მას კარგად ვიცნობ, ის საოცარი ადამიანია და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა“, - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება დაიწყება 23:00 საათზე, UFC 308 კი 18:00 საათიდან. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ელ კლასიკო თოფურიას ჩხუბს მართლაც დაემთხვეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დათო ხუჯაძე შვილის უსაყვარლეს ფოტოს გვიზიარებს - „დათუნია, გაგიზარდოთ“
⭕როგორი მეუღლე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
წყარო: lagazzetta.ge