Digest Logo

თუ არ გინდა ახალ წელს უიღბლობა დაიბედო, ეს 8 რამ არ გააკეთო

1704009706
თოვლის ბაბუა

გავიგოთ თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება ახალი წელს, რომ წარმატებული წელი გვქონდეს. 

რა არ უნდა გავაკეთოთ

დავიწყოთ აკრძალვებით. აქ ჩამოთვლილთაგან არცერთი უნდა გააკეთოთ თუ გსურთ, რომ მთელი წელი უიღბლობა არ იყოს თქვენი მეგზური.

პირველი რაც უნდა გააკეთოთ გაკრიალებული სახლია. ახალ წელს სუფთა სახლით უნდა შეხვდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 31 დეკემბერს დალაგება მაქსიმუმ 6 საათამდე შეიძლება. ნუ დაალაგებთ სახლს 6 საათის შემდეგ და მით უმეტეს ნაგავს ნუ გადაყრით, თორემ მთელი წლის მანძილზე უიღბლობასა და პრობლემებს ვერ მოიშორებთ.

სილამაზეზე წინასწარ უნდა იზრუნოთ, რადგან 31-ში თმის შეჭრა, შეღებვა და სხვა მანიპულაციები არ შეიძლება. ახალი წლისთვის შავ და წითელ ტონებს ნუ შეარჩევთ. მეტალის ხარს ეს ნამდვილად არ მოეწონება.

რეკომენდებული არ არის საახალწლო სუფრის სიცარიელე, განსაკუთრებით კი ხარის წელში. აჯობებს იმაზე იზრუნოთ, რომ მაგიდა სავსე იყოს. მოერიდეთ ჟელატინიან საკვებს და რა თქმა უნდა ძროხის ხორცს მაგიდასთან ნუ მიიტანთ.

საახალწლო სურვილის ჩაფიქრებისას სიტყვებს „არ, არა, ნუ…” – ნუ გამოიყენებთ. მაგალითად „ავად არ გავხდეს” ნაცვლად თქვით „ვიყო ჯანმრთელი”. ამ ახალ წელს თავი ხმაურსა და ყვირილსაც მოარიდეთ.

მოემზადეთ ზეიმისთვის

ეცადეთ კარგ ხასიათძე იყოთ, ამაში მუსიკა დაგეხმარებათ. ყველაზე რუტინული საქმეც კი საინტერესო თამაშად იქცევა თუ მას მუსიკის თანხლებით გააკეთებთ. შექმენით საახალწლო ფლეი ლისტი. საღამოს კი საზეიმო ატმოსფეროში გაეხვიეთ თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმების წყალობით.

ახალ წელში გამოუსადეგარ, ულამაზო, დაზიანებულ ნივთებს ნუ გადაიტანთ! მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი. თუ ნივთი დიდი ხნის მანძილზე არ გამოგიყენებიათ და სიამოვნებას აღარ განიჭებთ ესე იგი დროა მოიშოროთ და რაიმე ახალი, გამოსადეგი ნივთით ჩაანაცვლოთ.

და რა თქმა უნდა, უმთავრესი: დადგით ნაძვისხე, თქვენი ნებაა ხელოვნურ ნაძვს დადგათ თუ ბუნებრივს, ის თქვენ სახლს საზეიმო განწყობას შემატებს.

სახლში გამომცხვარი ნამცხვარი სახლს საზეიმო არომატით გაავსებს: დარიჩინი, ვანილი, კოჭა და რა თქმა უნდა მანდარინიც არ დაგავიწყდეთ.

წინასწარ განსაზღვრეთ თუ როგორი მაკიაჟი გექნებათ და ახლობლებისთვის მაკიაჟის გაკეთებაც არ დაგავიწყდეთ.

შეაჯამეთ განვლილი წელი. ნუ იწუწუნებთ და განაგრძეთ ცხოვრება. 2025 წელთან შეხვედრამდე ძველ წელს დაემშვიდობეთ. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ეს თქვენი გამოცდილებაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საახალწლო ფიქრები“- ქართველი მწერლები ახალ წელზე

⭕„კაის დალევს, კაის იმოგზაურებს და ბევრს იცინებს ადამიანების გულუბრყვილობაზე“ - რას წერს ნინო ნადირაძე?

🎥 „აი, ვის აქვს საუკეთესო დრო ყველაფერი თქვენ მხარესაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან