აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ერთ-ერთი დაფასებული ადამიანია ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში, რომლის ლექციებს უამრავი პედაგოგი და მშობელი მუდამ ინტერესით ელის.
იგი გადაცემაში „თავგადასავალი“ ბავშვის აღზრდის მომენტში მამის უდიდეს როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა შვილის მამა, ცელქი უნდა იყოს:
„ტექნიკა და მასში საყურებელი მასალა ბავშვებს ძალიან იზიდავს, ის ფერებით და ფორმებითაა სავსე. შინაარსი უვარგისია. ეს ბავშვს იტაცებს. შენ რომ დედა ხარ, ის რომ მამაა შეგიძლია იმას შეეჯიბრო? იმ გატაცებას? ვის რას ვაბრალებთ, მოიქეცი ისე, რომ ბავშვისთვის შენ უფრო საინტერესო იყო. მამა რომ ხარ, წახვალ და დაიკარგები, თანაც ამაყად ამბობ, არ მცალია. თუ არ გცალია, რატომ გააჩენინე ქალს ბავშვი? თუ იგი უმამოდ უნდა გაზრდილიყო რატომ აკეთებდი ამას?
როცა ბავშვს მამა სახლში ეყოლება, ითამაშებს, ფორიაქს ატეხს, ალიაქოთს. ბავშვს ცელქობა უნდა და მამა ცელქი უნდა ჰყავდეს. ეს თუ არ გაუკეთე აბა სხვა რით ამოქმედდეს ბავშვის სული? შენ გვერდით არ ხარ, ბებია ამდენს ვერ აკეთებს და დარჩა რა? ბავშვი მივაგდეთ ტექნიკაზე და გვინდა ტექნიკას მოვაშოროთ. ეს ასე არ გამოვა.
ბავშვს აჩუქეთ დედა და მამა, სიყვარულით, ერთგულებით, მოთმინებით.
აჩუქეთ ასეთი დედ-მამა და ნახავ, ბავშვი ჩაძვრება იმ კომპიუტერში? მწყინს, ბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან და მათ თავიანთი მორჩილი შვილი უნდათ, ვერ მიიღებენ, რადგან ეს ბავშვები ინდიგოები არიან. ესენი მოუსვენრები არიან, მრავალმხრივი ნიჭი აქვთ. ის პედაგოგიკა ძველია, ესენი ახლები არიან, როგორ ჩავჭედო ძველ პედაგოგიკაში, როგორ დავახურო ქუდი თავზე, არ ერგებათ, შფოთავენ, ანგრევენ ამას.
ჰუმანური საქართველო - ღმერთს ვეხვეწები, ვნატრობ. სადღაც ბილიკი უნდა დამთავრდეს, დედაჩემის არ იყოს, „ცას ხომ არ გამოვეკერები შვილოო“. ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებ, თან ვთხოვ, რომ კიდევ ათასი დღე მომეცი, რომ ეს ჰუმანური საქართველო დამკვიდრდეს, ხალხი შეჯერდეს ერთმანეთს და შეიქმნას დიდი, ძლიერი ბირთვი. მერე სადაც გინდა წამიყვანე, ციდან დავუწყებ ყურებას.
სული უკვდავი არსებაა, ჩემშია, შენშია. ეს სული ყველას აქვს, ჩვენ მხოლოდ სხეულს დავსდევთ, რა ვასიამოვნო, რა ვაჭამო, რით ვალხინო“, - ამბობს შალვა ამონაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მორთო შორენა ბეგაშვილმა ბინა და ნაძვის ხე - მოდელის საახალწლო განწყობა