სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგიის დოქტორის თამარ გაგოშიძის საინტერესო ვიდეო გავრცელდა, სადაც იგი საქართველოში გავრცელებულ სტიგმაზე საუბრობს, რაც გაუთხოვრობას და უშვილობას უკავშირდება.
მისი თქმით, სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ ჩვენი არჩევანია:
„უშვილო ქალი საქართველოში და განსაკუთრებით გაუთხოვარი ქალი არის სტიგმა.
ეგეთი უვარგისი ხარ, რომ ერთი ვიღაც ვერ იშოვე შენს გვერდზე?
ან რა არის ეს, შვილი არ უნდა გყავდეს? სტიგმაა სერიოზული.
ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს ყოველთვის არის ჩვენი არჩევანი. ვიღაც მეტყვის, ცხოვრებამ არ გაუმართლა. ბედისწერის არ მჯერა, უცნაურია, მაგრამ ღვთის განგებულების მჯერა, მაგრამ ეს არ არის ბედისწერა.
აი, ბედი არ მოადგა კარზე და რა შუაშია ახლა შენი გადაწყვეტილება? ის რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება - ყოველთვის არის ჩვენი არჩევანი.
რომ გვნდომებოდა, სიტუაციების გქონდა ბევრი და არ მიიღე გადაწყვეტილება.
ღიად ვამბობ ხოლმე, მე, უშვილო ადამიანს, რატომ მეკითხებით შვილებს როგორ მოვეპყროთ? რა ნდობას უნდა იწვევდეს ჩემი რჩევა. შვილი არ ჰყოლია ცხოვრებაში ამ ქალს, რა უნდა, რა ჭკუას გვარიგებს“, - ამბობს თამარ გაგოშიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მორთო შორენა ბეგაშვილმა ბინა და ნაძვის ხე - მოდელის საახალწლო განწყობა