დავით აბაშიძე არის კორპორაციული ფინანსების, ტექნოლოგიური ფინანსებისა და ინვესტიციების ქართველი სპეციალისტი, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. იგი არის CFA (Chartered Financial Analyst) ტიტულის მფლობელი.
დავით აბაშიძე „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მსმენელს ის ოთხი ფაქტორი გაუზიარა, რაზედაც ფინანსური თავისუფლება დგას:
„ფინანსური დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, როდესაც შენ იმისთვის, რომ შენი ცხოვრების ხარჯვითი მიზნები შეასრულო და შენი ცხოვრების სტილი შეინარჩუნო, არ ხარ დამოკიდებული კონკრეტულად შენ ახლანდელ სამსახურზე, ანუ ხარ თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი. ეს არ ნიშნავს, რომ სამსახურიდან უნდა წამოხვიდე, არანაირად, მაგრამ არ ხარ დამოკიდებული სამსახურზე. ამას აღწევენ, როგორც წესი, ორი რაღაცის კომბინაციით.
პირველი არის ის, რომ იყო მაღალი დონის პროფესიონალი შენი საქმის და გქონდეს ალტერნატივები ისე, რომ შეგეძლოს იპოვო ალტერნატიული სამსახური მარტივად ან თუნდაც შეგეძლოს შემოსავლის მიღება დამოუკიდებლად მუშაობით. არსად არ მუშაობით, არამედ დამოუკიდებლად მუშაობდე, „ფრილანსერი“, კონსულტანტი, მრჩეველი და ასე შემდეგ, დამოუკიდებლად ასრულებდე საქმეს. დღევანდელი ტექნოლოგიური სამყარო და გადაჯაჭვული სამყარო, გლობალიზირებული ამის საშუალებაც იძლევა.
მეორე ეს არის, რომ გქონდეს ფინანსურ საინვესტიციო აქტივები, რომელიც იზრდება ღირებულებაში და აგრეთვე მოაქვს შემოსავალი. აი, ამ ორი საქმიანობის კომბინაციით შენ თუ შეძლებ რომ არ იყო დამოკიდებული სამსახურზე ამ მდგომარეობას ჰქვია ფინანსური დამოუკიდებლობა. შეიძლება შენ ისეთი მაღალი დონის პროფესიონალი იყო, საკუთარი საქმის, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლოს ალტერნატიული სამსახურის მოძებნა და საერთოდ არ გჭირდებოდეს ფინანსური საინვესტიციო აქტივები ან შეიძლება იმდენი ფინანსურ საინვესტიციო აქტივები დააგროვო საერთოდ არ გჭირდებოდეს სამსახური და თქვა, რომ თუ დავკარგე იმდენი მაქვს გადანახული, რომელსაც აგრეთვე ფული მოაქვს და თან ღირებულებაში იზრდება, ეს არ მჭირდება. 99% ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანების არის დამოუკიდებელი აი, ამ ორი საკითხის კომბინაციით.
გამდიდრება არ არის სინონიმი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების. თუ ჭკვიანურად გამოიყენებ მოპოვებულ დოვლათს და სიმდიდრეს, შეგიძლია ეს გამოიყენო იმისათვის, რომ მიაღწიო ფინანსურ დამოუკიდებლობას, მაგრამ თუ არ გამოიყენებ ჭკვიანურად, ამან შეიძლება პირიქით, კიდევ უფრო მეტად შეგიყვანოს ფინანსურ უღელში.
უმეტესობა ადამიანებისა დღესდღეობით მსოფლიოში ჭკვიანურად არ იყენებენ, ანუ რაღაც ძალიან თუ გამდიდრდებიან, შემდეგ უკვე ხდებიან ფინანსურად დამოკიდებულები, მაგრამ ზოგადად უმეტესობა საშუალო დონეზე თუ მდიდრდება, ზოგადად ემატებათ ფინანსური შემოსავალი არ მოდის ხოლმე ამასთან ერთად ფინანსური დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ სხვა იმ რაღაცებს არ ასრულებენ.
ყველა ვერ გამდიდრდება, ყველა ვერ დაწინაურდება. ეს ადგილები ლიმიტირებულია. საკუთარი ბიზნესის წამოწყება არის ძალიან რისკიანი საქმე და ეს არ არის პრაქტიკული რჩევა. სტარტაპების 90% კოტრდება ავტომატურად.
პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან მოკლედ, იმიტომ უნდა გინდოდეს ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ ჯანმრთელობის შემდეგ ფინანსური დამოუკიდებლობა არის საუკეთესო, რაც შეიძლება ფულმა მოგიტანოს. ყველაზე მნიშვნელოვანი განსაზღვრული ფაქტორი ჯანმრთელობის შემდეგ, რასაც მოაქვს შენთვის გრძელვადიანი ბედნიერება იმათგან, რაც შეიძლება ფულით მოიპოვო. ბედნიერების ფენომენს საკმაოდ აკადემიურად სწავლობენ ეკონომისტები, სოციოლოგები და ფსიქოლოგები. სტერეოტიპებს რომ გავცდეთ, ჩვენ რა მიგვაჩნია ცხოვრების ფილოსოფიად ბედნიერების მომტანი რა არის და რომ მოვიშველიოთ აკადემიური კვლევები, მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებში ეკონომისტმა რიჩარდ ესტერლინმა გააკეთა ძალიან ცნობილი კვლევა. ასევე დანიელ კაიმანის კვლევა. ამ კვლევებით შეგვიძლია დავალაგოთ ხუთი მთავარი გრძელვადიანი ბედნიერების მამოძრავებელი ფაქტორი:
პირველი არის შენი სოციალური ურთიერთობების ხარისხი: ოჯახი, მეუღლე, მშობლები, შვილები, მეგობრები.
მეორე არის ფიზიკური და მენტალურ-ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მესამე ადგილზე არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის ფინანსური დამოუკიდებლობა.
სხვა ფაქტორებიც არის, რა თქმა უნდა და მაგალითად ახლა თუ ციხეში ზიხარ და არა გაქვს ფიზიკური თავისუფლება, ფინანსური დამოუკიდებლობა ვერ გიშველის ბედნიერების მოტანაში, მაგრამ ჯამში თუ გავითვალისწინებთ, რომ გარეთ ხარ ადამიანი და შედარებით თავისუფალი ხარ, ფინანსური დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მეოთხე არის ცხოვრების აზრის, მისიის და მიზნის პოვნა.
მეხუთე არის ფინანსური უზრუნველყოფა ისეთ დონეზე, რომ არ გიწევდეს მუდმივად ფულზე ნერვიულობა“, - ამბობს დავით აბაშიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, მშენებლობის დაწყება, ქორწილი“ - 6 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით