
მოზარდობის, ანუ გარდატეხის ასაკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხილვად საკითხს ფსიქოლოგიაში. მშობლების უმრავლესობა შიშით ელოდება ამ ასაკის დადგომას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარი იყო, სადაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრა და მოზარდების მშობლებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„რაზე უნდა შეაქო ადამიანი, შენი კრიტერიუმი განსხვავდება მისი კრიტერიუმისგან. უნდა ესაუბრო მის ენაზე, თუნდაც სლენგები უნდა იცოდე, უნდა იყო მისი მეგობარი, რადგან თუ ასე არ იქნები მომენტალურად ჩაგანაცვლებს, აიყვანს სოციალური ქსელის უხილავი ავტორიტეტებით“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორი მზე... რა სიყვარულია“ - ნატა ბერეჟიანი პატარა თინას ფოტოებს გვიზიარებს