ეკონომისტ ოთო აბესაძე იმ უარყოფით შედეგებზე წერს, რასაც საბაზო ეკონომიკაზე მთავრობის ჩარევა გამოიწვევს. აბესაძე მიიჩნევს, რომ პროდუქტზე ზედა ზღვარის დაწესება ავტომატურად ნიშნავს ბაზრიდან ხარისხიანი პროდუქციის გაქრობას, რადგან დაბალი მყიდველუნარიანობით გამორჩეული ადამიანები უპირატესობას იაფფასიან პროდუქციას მიანიჭებს.
🔵„მოასწარით და შეიძინეთ უძრავი ქონება“ - რას წერს ოთო აბესაძე
„არადა ყველაფერი ძალიან მარტივია
მაკარონი ბარილა. 1000-გრამიანი შეფუთვა იტალიაში (მილანში) ღირს 1.6 ევრო, ხოლო ევროპაში ყველაზე იაფ ქსელ ALDI - ში 1.89 ევრო.
რომ ვილაპარაკოთ მის საბითუმო ფასზე, ეს იქნება უკიდურესი მინიმუმი 90 ცენტი (ესეც თითქმის არარელური) ანუ 2.5 ლარი. 500-გრამიანი შეფუთვის შემთხვევაში 1.3 ლარი.
ამას დავუმათოთ:
ტრანსპორტირების ხარჯი
გადასახადები (სახელმწიფო)
შიდა დისტრიბუციის ხარჯი
ხელფასები, კომუნალური სერვისები
საცალო მარკეტში განლაგების ხარჯი
საბოლოოდ ვიღებთ ფასს 1000 გრ შეფუთვით 7-8 ლარის ფარგლებში ხოლო 500-გრამიანი შეფუთვის შემთხვევაში 4-4.8 ლარის ფარგლებში. ეს არის კონკურენტული ფასი, ვინაიდან ბაზარზე ბევრი სახის მაკარონი არსებობს.
ბაზარზე ფასების ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში:
ბაზრიდან გაქრება ხარისხიანი (ძვირიანი) საქონელი.
შეიქმნება გარკვეული სასურსათო დეფიციტი.
დაზიანდება ეკონომიკა.
ბიზნესი დღეს არსებული მონეტარული, ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკის პირობებში არა გრძელვადიან, არამედ საშუალოვადიან პროგნოზსაც ვერ აკეთებს და ყოველთვის იჭერს მაღალ ფასს.
მაგალითად
იმპორტიორები ვაჭრობენ საერთაშორისო ვალუტაში (USD/EURO)
როგორ უნდა განსაზღვროს ბიზნესმა პირობითად 3 თვეში შესაძლო პირობითად მაკარონის რეზერვების შევსების ბიუჯეტი, როდესაც წარმოდგენა არ აქვს რა ვალუტის კურსით მოუწევს ვაჭრობა.
ცხადია ბიზნესი დაადებს მაღალ ფასს რისკების შესამცირებლად.
მთავრობამ ჯობს გააკეთოს თავისი საქმე.
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა
საგადასახადო პოლიტიკა
და ბიზნესი ასეთ დროს ავტომატურად დაემორჩილება ეკონომიკის კანონებს.
ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობის ბიზნესში ჩარევა დააზიანებს როგორც ეკონომიკას, ისე მოსახლეობას.
ბოლოს დავასრულოთ ისევ მაკარონით
თუ მთავრობა დააწესებს ფასზე ზედა ზღვარს, თქვენ ვეღარ მიირთმევთ ხარისხიან პასტას ვინაიდან ბაზრიდან უბრალოდ გაქრება ხარისხიანი საქონელი. მოგიწევთ იყიდოთ იაფიანი, რომელიც მოხარშვისას ქვაბში იზილება“, - წერს ოთო აბესაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თებერვლის თვის თმის შეჭრის კალენდარი
🔵🎥 საზიანოა თუ არა ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული
🔵„ყველზე წარმატებული და იღბლიანი ახლა თქვენ ხართ“ - ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს