ვინ უნდა გადაიხადოს ანგარიში პირველ პაემანზე? ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და დაკარგა თუ არა თანამედროვე სამყარომ ის რომანტიკა, რომელსაც უფროსი თაობა ასე აფასებდა? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრეს.
სტუმრებს შორის იყო სოციოლოგი გოგა ბერიძე:
„მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ევოლუციურად კაცი ყოველთვის მიდრეკილია იმისკენ, რომ თავისი მამაკაცურობა გამოიჩინოს. თუ ამ ყველაფერს ქალი ართმევს, მაშინ შესაძლოა ეს კაცი გაზარმაცდეს და ურთიერთობაში პასიური გახდეს.
თუ გვინდა ურთიერთობა ჯანსაღად წავიდეს, როლები არ უნდა აირიოს. კაცმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და გადადგას ნაბიჯი...“, - ამბობს გოგა ბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „30-40 წლის კაცები ნაკლებად ერთგულები არიან“ - რას ამბობს კონტენტ კრეატორი ნინი გორგოძე