 
        
        ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:
„თუ სამყაროს ხსნას აპირებ, ჯერ შენი ქვეყანა გადაარჩინე.
თუ შენი ქვეყნის ხსნას აპირებ, ჯერ შენი ქალაქი გადაარჩინე.
თუ შენი ქალაქის ხსნას აპირებ, ჯერ შენი თავი გადაარჩინე.
თუ შენი თავის ხსნას აპირებ, ჯერ შენი ერთი დღე გადაარჩინე.
თუ შენი ერთი დღის ხსნას აპირებ, ჯერ შენი ერთი აზრი აქციე საქმედ.
თუ ერთი აზრის საქმედ ქცევას ვერ ახერხებ, სჯობს ისევ სამყაროს გადარჩენაზე ილაპარაკო - სიტყვები იაფია, საქმე - ძვირი“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი მამა...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი
⭕როგორი ამინდი იქნება 29 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
