
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის მიზნებზე, გეგმებზე და სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა:
„ბოლო ერთ წელიწადში 13 ფეხბურთელი დავიმატეთ, 7 კი გავუშვით, რაც გუნდის მუდმივ ცვლაზე მეტყველებს. შესაბამისად, კვლავ შენების პროცესში ვართ.
მაგალითად, გუნდში მოვიდა ახალწვეული ლანგი, რომელიც განსხვავებული სტილის და ხასიათის ფეხბურთელია. მას ადაპტაცია სჭირდება.
თუ ვერ ითმენთ, მაშინ გადაიხადეთ კვარაცხელიაში 70 მილიონი და მოიყვანეთ „ნაპოლიში“. ჩვენი მიზანი შემადგენლობის სრულად დაკომპლექტებაა“, - განაცხადა კონტემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ულამაზესი ორსული ხარ...“ - ნუკი კოშკელიშვილის შთამბეჭდავი კადრები ფოტოსესიიდან
🎥 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
წყარო: lagazzetta.ge