Digest Logo

🎥 შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქუთაისის პოლიციის უბნის ინსპექტორი დააკავა

1755076152
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ უკანონო რეალიზაცია.

„მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი” და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აღნიშნული დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მშვენიერო და ულამაზესო...“ - რუსა ჩაჩუას შთამბეჭდავი კადრები მოგზაურობიდან

⭕ „ვუსამძიმრებთ მის ოჯახს...“ - გარდაიცვალა ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის სტიქაროსანი

⭕„ქლორის სუნი აუზში შარდის არსებობის ნიშანია“ – რას წერს ზაზა თელია აუზებსა და მათ ქიმიურ დამუშავებაზე