ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანი როცა ასე ხედავს თავის ცხოვრებას:
წამიდან წამამდე – როცა, ყოველ წამს, ქრისტეს ელოდება, ზიარებიდან ზიარებამდე – როცა ყოველ ზიარებაზე ქრისტესთან შეხვედრას ელოდება,
ლოცვიდან ლოცვამდე – როცა ყოველი ლოცვისას ქრისტესთან შეხვედრას ელოდება,
და არ იქნება ზედმეტი თუ ასე ვიტყვი და პირდაპირი გაგებითაც შეიძლება ეს ასე ვთქვათ:
ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე – რამე თუ ყოველ ჩასუნთქვაზე და ყოველ ამოსუნთქვაზე, ქრისტესთან შეხვედრას ელოდება.
ასეთი უნდა იყოს ქრისტიანი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 10 ივლისის ენერგიებზე