Digest Logo

5 წესი ჯანსაღი ურთიერთობისთვის - „სხვისი დროისა და პირადი სივრცის პატივისცემის ელემენტარული კულტურაა“

1783664614
ახალ ურთიერთობებს მოერიდეთ

1️⃣ სიახლოვე არ გაძლევს სხვის ცხოვრებაზე შეუზღუდავ წვდომას. რაც უნდა ახლობელი იყო, ადამიანს მაინც აქვს უფლება საკუთარ დროზე, სივრცესა და პირად ცხოვრებაზე.

2️⃣ დაუპატიჟებლად სხვის სახლში მისვლა სიახლოვე კი არა, უკულტურობაა. ადამიანი შეიძლება სახლში იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტუმრის მისაღებად მზად არის.

თუ ადამიანს თავად არ მოუწვევიხარ, წინასწარ უნდა შეთანხმდე, შეგიძლია თუ არა მასთან მისვლა. სხვისი სახლი მისი პირადი სივრცეა და ახლობლობა ამ სივრცეში დაუკითხავად შესვლის უფლებას არ გაძლევს. 

3️⃣ თუ კამერით რეკავ ან ხანგრძლივ საუბარს აპირებ, წინასწარ ჰკითხე ადამიანს, სცალია თუ არა.

📱 ის, რომ ადამიანს ტელეფონი აქვს და შეუძლია გიპასუხოს, არ ნიშნავს, რომ იმ მომენტში საუბრისთვის მზად არის. ერთი მოკლე შეტყობინება „გცალია, რომ დაგირეკო?“ სხვისი დროისა და პირადი სივრცის პატივისცემის ელემენტარული კულტურაა.

4️⃣ „არა“ სრული პასუხია. ადამიანი არ არის ვალდებული, ყოველთვის აგიხსნას, რატომ არ შეუძლია შეხვედრა, საუბარი, დახმარება ან შენთვის დროის დათმობა. სხვისი საზღვრების პატივისცემა სწორედ მაშინ ჩანს, როცა ისინი შენთვის მოუხერხებელია. 

5️⃣ სხვისი საზღვარი შენს უარყოფას არ ნიშნავს. ადამიანის სურვილი, ჰქონდეს პირადი სივრცე, დრო ან დისტანცია, ყოველთვის შენდამი დამოკიდებულებას არ გამოხატავს.

💭სიახლოვე არ ნიშნავს სხვის ცხოვრებაზე ავტომატურ წვდომას. სიყვარული, მეგობრობა და ახლობლობა პირად საზღვრებს არ აუქმებს. პირიქით - სხვისი დროის, სივრცისა და არჩევანის პატივისცემა ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველია.

ასევე დაგაინტერესეთ:

პლანეტა ვენერამ ზაფხულის მთავარი ფავორიტები შეარჩია: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები ელოდება

„მადლობა ყველაფრისთვის, მინდა ყოველთვის ჯანმრთელი და ბედნიერი მყავდე“ - გიორგი ძოწენიძე დედას იუბილეს ულოცავს

რატომ ვცხოვრობთ ინერციით? - რას ამბობს ნეირომეცნიერება