Digest Logo

🎥 „თურმე ერთი, საბედისწერო ტყვია ჰქონია მხოლოდ... თავში მოხვდა, ამის შემხედვარე, მეორე ტყუპი ჭკუიდან შეიშალა“ - ემიგრანტი დედის, ციალა ამილახვრის შემზარავი ისტორია

1718306136
ციალა ამილახვარი

გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარი ემიგრანტი დედა, ციალა ამილახვარი იყო.

ამ სიუჟეტის გმირს უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა, მას ტყუპი შვილები ტრაგიკულად დაეღუპა და იგი ამ ისტორიას დეტალურად იხსენებს.

„ბედნიერი ცხოვრება მქონდა, 8 მარტი გათენდა, მე საქმით ვიყავი გართული. ჩემთვის ყვავილების საყიდლად გავიდნენ. უცბად მეზობელი შემოვარდა, ვაი, შე უბედურო რა მოგივიდაო, გარეთ გადიო. სახლთან პოლიცია და ხალხი დამხვდა. კიბესთან იდგნენ, რომ უნდა გასულიყვნენ იმ მომენტში, ბრმა ტყვია მოხვდა.

ერთ-ერთი პროკურორის შვილი იყო, იარაღი და ტანსაცმელი აბაზანაში დაუტოვებია, ბავშვი შევიდა, რაღაც უნდა აეღო და დაინახა მამამისის იარაღი, ჩუმად აიღო და ეზოში ჩაიტანა, ბავშვებს აჩვენებდა. ყველა ჰკიდებდა იმ იარაღს ხელს და ატრიალებდა, ერთად გაზრდილები იყვნენ.

თურმე ერთი, საბედისწერო ტყვია ჰქონია მხოლოდ. ამ დროს ჩადიოდნენ ჩემი ტყუპები, გიორგის ერთი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, თავში მოხვდა ტყვია და გაჩერდა“,- იხსენებს ციალა ამილახვარი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მიუხედავად იმისა, რომ ისიც იქ იყო იმ შავ ღამეს, ისიც ძლივს გადარჩა და მასაც შემოერია ამასობაში ჭაღარა... არაფერია, არ ეწყინება“ - თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს

⭕„რაც გვგონია რომ გვანგრევს, ჩვენი მიზნამდე მისვლის პროცესის ნაწილია...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

⭕  🎥 ლევან ყოჩიაშვილი ცოლს დაშორდა: „ძალიან დიდი განცდა და ტრავმაა“ - მსახიობი გამორჩეული ეტაპები და ამბები, რომელზეც აქამდე არ უსაუბრია

⭕🎥 „თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი შეემატება, ჩვენი ვეტექიმები ემზადებიან აფრიკაში წასასვლელად, სადაც ისინი ველზე გაივლიან ტრენინგებს“ - რას ჰყვება მზია შარაშიძე