გადაცემა „ამ შაბათ კვირას“ სტუმარი, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მზია შარაშიძე იყო.
მან ზოოპარკის ახალ ბინადრებზე, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შენარჩუნებაზე და ჟირაფებზე ისაუბრა, რომელიც განახლებულ თბილისის ზოოპარკს შეემატება.
„ახალი ზოოპარკის მშენებლობა 10 წელია მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ ყველაფერს და ფინანსები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უცბად ავაშენოთ ახალი ზოოპარკი.
ბუნებრივთან მიახლოებული ვოლიერების გაკეთება, ყველაზე რთულია, იმდენი ტექნიკური ნიუანსია გასათვალისწინებელი, ცხოველის სახეობიდან გამომდინარე.
როცა ჟირაფებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჟირაფი არის ცხოველი, რომელიც ხშირად იზიანებს სხეულს, იმის გამო, რომ ძალიან გრძელი კისერი აქვს.
შეიძლება კისერი რამეს მიარტყას და მისი სამედიცინო მომსახურება ძნელია. ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყოველთვის რაღაც შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჩვენი ვეტექიმები ემზადებიან აფრიკაში წასასვლელად, სადაც ისინი ველზე გაივლიან ტრენინგებს, რათა მზად იყვნენ ყველა შემთხვევისთვის“,- აღნიშნავს მზია შარაშიძე.
ასევე, მზია შარაშიძემ ზოოპარკის ახალ ცხოველებზე ისაუბრა, რომლებიც მალე შეემატებიან თბილისის ზოოპარკს.
ტრადიციული საგაზაფხულო მატებაა, უფრო მეტი ახალშობილი გვყავს ახალ ზოოპარკში, ესენი არიან: ირმები და ნიამორები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: