Digest Logo

თურქული მედია: ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ გადასვლას დათანხმდა, მაგრამ „სენტ-ეტიენთან“ სირთულეებმა მოლაპარაკება ჩაშალა

1752309271
ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ გადასვლას დათანხმდა, თუმცა ქართველის ამჟამინდელ კლუბთან, „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკების დროს წარმოშობილი სირთულეების გამო, თურქულმა მხარემ პროცესის გაგრძელება ვერ შეძლო, — ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ „ბეშიქთაშმა“ მოლაპარაკებები გამართა ზურიკო დავითაშვილთან და მისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღო. თუმცა „სენტ-ეტიენთან“ წარმოშობილი პრობლემების გამო, კლუბმა მოლაპარაკება შეაჩერა და ალტერნატივებზე გადაერთო“, — წერს წყარო Ensarit-ი.

მანამდე ითქვა, რომ დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ მიერ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იყო შერჩეული მარცხენა ფლანგზე, თუმცა მაშინაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებს აფერხებდა ის თანხა, რომელსაც „სენტ-ეტიენი“ ქართველის ტრანსფერში ითხოვდა.

ამავე დროს, Besiktas_Plus-მა ივარაუდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ძალიან მალე გახდებოდა „ბეშიქთაშის“ მოთამაშე. თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ფრანგული კლუბის დასახელებული ფასის გამო ჩაიშალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕Opta Sports-ის ვერსიით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა

⭕როგორი ამინდი იქნება 12 ივლისს საქართველოში

„ჩემო ძალა, ჩემო სულო გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - თაკო ჩხეიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს