Digest Logo

თუშეთის მაღალმთიან ზონაში მწყემსი გარდაიცვალა

1685513340
მწყემსიმწყემსი

თუშეთის მაღალმთიან ზონაში მწყემსი გარდაიცვალა.

40 წლამდე კაცი სოფელ ხისოდან მაშველებისა და ადგილობრივების დახმარებით გადმოასვენეს. ის წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანიდან იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსი ცხვრის გადარეკვის დროს შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა პირებმა აღმოუჩინეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობის გამო შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, ვერ შესრულდა ავიარეისი. მწყემსის გადმოსვენება მაშველებმა და ადგილობრივებმა ცხენების დახმარებით შეძლეს.

ცხედარი თავდაპირველად გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოგვიანებით კი საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ყოველი წლის ოქტომბრის თვეში იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება. გზის გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა ასრულებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ხელოვნური ინტელექტის“ გამოყენებით ვისაც სურს გარდაცვლილი ადამიანების სულებთან დაკავშირება, არც კი იცის რამხელა ჭაობში დგამს ფეხს“ - გიორგი ლობჯანიძე

🔵„ჩვენო სოსო მუდამ გედიად აღგიქვამდით. მახსოვს მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით ისე გიყურებდით...“ - მაკა ბულეიშვილი

🔵ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ივნისში ფრთხილად უნდა იყვნენ

წყარო: mtavari.tv